გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის სკოლის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა

მიმდინარე წლის 12 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის სკოლის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, სკოლის მონაწილეებს და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მან აღნიშნა, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მდიდარი გამოცდილება აქვს ჰუმანიტარული მეცნიერებების სწავლებისა და კვლევის მიმართულებით.

„გორის უნივერსიტეტის ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის ღია მეცნიერების ერთგვარ ჰაბად ქცევა ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერნაციონალიზაციას, საერთაშორისო სამეცნიერო პროცესებში ინტეგრაციასა და ქართველ მეცნიერთა მიღწევების პოპულარიზაციას. მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის წამოწყებისა და მეცნიერების ხელშეწყობის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის. ასევე, ისაუბრა გორის უნივერსიტეტის მზაობის შესახებ - აქტიურად ჩაერთოს პროექტის აქტიურად განხორციელების პროცესში. 2022 წელს გორის უნივერსიტეტის მიერ სტატუსის ამაღლების შემდეგ, ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის დაფუძნება განსაკუთრებულ, კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად გვევლინება უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების ინტერნაციონალიზაციისა და საერთო ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.

სკოლის მონაწილე სტუდენტებს და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი, რომელმაც მიმოიხილა ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის გახსნის წინაპირობები და მისი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსების მნიშვნელობა. ასევე, ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომელიც შეექნათ ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტებს მომავალი კვლევებისა და პროფესიაში გაძლიერების მიმართულებით.

სკოლის წარმომადგენლებს ასევე მიესალმნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის კოორდინატორი, ქალბატონი თათია მთვარელიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი შალვა კირთაძე, ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა თანდაშვილი, რომელიც უძღვებოდა ციფრული ჰუმანიტარიის სკოლას.

ციფრული ჰუმანიტარიის სკოლის დახურვის საზეიმო ცერემონიის დასასრულს სკოლის მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

პროექტი „სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში“ ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სეზონური სკოლის ჩატარებას დიგიტალურ ჰუმანიტარიაში, რომელმაც სკოლის მონაწილეებს საშუალება მისცა გასცნობოდნენ დიგიტალური ჰუმანიტარიის ჩამოყალიბების ისტორიას, არსსა, საფუძვლებს და მიიღეს ცოდნა დიგიტალური ჰუმანიტარიის ძირითად მიმართულებებში. გარდა თეორიული ცოდნის შეძენისა, ზამთრის სკოლის პროგრამა ასევე მოიცავდა პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას, ქართული ენისათვის შექმნილი ტექნოლოგიების გაცნობასა და მათი გამოყენების უნარ-ჩვევების შეძენას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე